თბილისი. 23 იანვარს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მიმდინარე რეფორმა სტრუქტურულ ნაწილში პირველ რიგში კრიმინალურ, სასაზღვრო, ასევე საპატრულო პოლიციას შეეხება.
„დეპარტამენტის თანამშრომლების მოვალეობა იქნება ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net