en
ge

EMC რელიგიის ისტორიის საგნის შემოტანაზე განათლების მინისტრის განცხადებას ეხმიანება

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება განათლებისა მინისტრის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას საჯარო სკოლებში რელიგიის ისტორიის, როგორც არჩევითი საგნის შეტანის იდეასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად, იმისა, რომ მინისტრის განცხადების შინაარსი და ამ მიმართულებით სამინისტროს მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის, მათ შორის, არ არსებობს ინფორმაცია თუ რომელი რელიგი(ებ)ის ისტორიის შესწავლა იგულისხმება ინიციატივით, ასევე რომელი სასწავლო საფეხურიდან, ვის მიერ, რა შინაარსით და კონცეფციით მოხდება საგნის სწავლება, EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივა სერიოზულ რისკებს შეიცავს საჯარო სკოლებში რელიგიურად ნეიტრალური, თანასწორი და აკადემიურ, კრიტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესისა და სოციალური გარემოს მშენებლობისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)