en
ge

თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს კომისიის კიდევ ერთი წევრი ვერ აკმაყოფილებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" აგრძელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების მიერ თანამდებობის დაკავებისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლას. 
„წინამდებარე კვლევით დგინდება, რომ კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის მსგავსად, ვერც კომისიის კიდევ ერთი წევრი, მერაბ ქათამაძე აკმაყოფილებს კანონით დადგენილ საგანმანათლებლო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
აღნიშნული კვლევა წარმოაჩენს ინსტიტუციურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის მიერ კომისიის წევრების შერჩევასთან არის დაკავშირებული. კომისიის მოქმედი ხუთი წევრიდან ორი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნას, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ხელისუფლების მხრიდან მოკვლევის საგანი უნდა გახდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023