en
ge

მაჩალიკაშვილის საქმეზე EMC პროკურატურას მიმართავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის თანამშრომლების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ყოვლისმომცველ შეფასებას ითხოვს.
„EMC თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს იცავს უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე მიმდინარე გამოძიების წინაშე. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის მიუხედავად, თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც ჩვენს მიერ გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის არ არსებობის პირობებში, პროკურატურა უზრუნველყოფს საქმის მასალების ნაწილზე (საიდუმლო მასალების გარდა) EMC-ის ადვოკატის წვდომას, გამოძიების პროცესში სრულყოფილი მონაწილეობისა და საქმის სწორი შეფასებისთვის, არსებითია ოჯახს დროულად მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023