en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ. ამის შესახბე საუბარია განცხადებაში, რომელიც 13 ორგანიზაციის ხელმოწერით გავრცელდა.
„ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს მთავრობას, - გაასაჯაროვოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები; საქართველოს პროკურატურას, - უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება; უზრუნველყოს გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრა;
გამოძიება აწარმოოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიბელ გარემოებებში, ასევე 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა); მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაიევას", - ნათქვამია განცხადებაში.
სრულად 
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)