სამეგრელო. ზუგდიდში, დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა 2 მარტს, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების და საჭიროებების პარალელურად, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის რეგიონული ხელმძღვანელის შეცვლის ფაქტზეც ისაუბრეს. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას, დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლტოლვილთა სამმართველოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, მურმან მალაზონიას თქმით, აუცილებელია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თანამდებობებზე დანიშვნამდე, დასახელდნენ კანდიდატურები, შემდეგ მათი კომპეტენციის განხილვაში ჩაერთონ არასამთავრობო ორგანიზაციები და დევნილთა საინიციატივი ჯგუფი, დანიშვნა თანამდებობაზე კი მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ გადაწყდეს.