en
ge

„ფრიდომ ჰაუსი“: საქართველოს დემოკრატია საგანგებო დაკვირვებას საჭიროებს

თბილისი. რადიო თავისუფლება საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის „ფრიდომ ჰაუსის" 2018 წლის ანგარიშის „თავისუფლება მსოფლიოში - 2018" მიმოხილვას აქვეყნებს.
„საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაშია. უცვლელია ქვეყნისთვის მინიჭებული საერთო ქულაც და ის კვლავ 64-ს შეადგენს, თუმცა ტექსტში საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შესაძლოა უახლოვდებოდნენ „მნიშვნელოვან გარდამტეხ ნიშნულებს" თავიანთ „დემოკრატიულ ტრაექტორიაში" და, შესაბამისად, საჭიროებენ „საგანგებო დაკვირვებას".
საერთო შეფასებით, დემოკრატია კრიზისშია, მდგომარეობა სერიოზულად არის გაუარესებული და 2017 წელს გამოვლინდა ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ბოლო 12 წლის განმავლობაში როგორც პოლიტიკური უფლებების, ასევე სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ. პრობლემები ძირითადად უკავშირდება არჩევნებს, უმცირესობათა უფლებებს, მედიის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას", ნათქვამია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.radiotavisupleba.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)