თბილისი. მირანდა ფაღავას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, „კოალიცია თანასწორობისთვის’’ განცხადებას ავრცელებს და სამართალდამცავ ორგანოებს ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„საზოგადოებაში არსებული ტრანსფობიური წინასწარგანწყობები - ნეგატიური დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს ზიზღის, სიძულვილის, აგრესიული ქცევის სახით - განსაკუთრებით მაღალია საქართველოში, რის გამოც ტრანსგენდერი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ძალადობრივი დანაშაულების მიმართ და აწყდებიან ბარიერებს მართლმსაჯულების მისაწვდომობის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge