თბილისი. 30 იანვარს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-13 შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს და დისკუსიის რეჟიმში განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის მონიტორინგთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი