გურია. 30 იანვარს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიის საჯარო სკოლაში მხატვრული ფილმის „კარგი ბავშვები არ ტირიან" ჩვენება-განხილვა მოაწყვეს.
ფილმი ასახავს ბულინგის ყველა ფორმას და მიზნად ისახავს ძალადობის აღმოფხვრას. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც სკოლისა და საბავშვო ბაღის მასწავლებლები, მშობლები მონაწილეობდნენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში