ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიწვევით შედგა. ანა აბაშიძე საერთაშორისო დიპლომატიური მისიის წევრებს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა გააცნო და ქვეყანაში ამ კუთხით არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი