თბილისი. 1 თებერვალს, ტრანსგენდერ ქალზე მირანდა ფაღავაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, „საფარისა" და „თანასწორობის მოძრაობის" პრესკონფერენცია გაიმართა.
„მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მირანდა ფაღავა, რომლის ინტერესებს სასამართლოში "საფარი” იცავს, ითხოვს, რომ საქმე კიდევ ერთი მუხლით - 144-ე მესამე პრიმა მუხლით წარიმართოს, რაც დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge