იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 5 მარტს, პროექტის – „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ" ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრა ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა, საქართველოს ხუთ რეგიონში, მოსახლეობის ინფორმირებულობის, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებრივი აქტიურობის გაუმჯობესების მიზნით, 1000-ზე მეტ მოქალაქეს ტრენინგი ჩაუტარეს. საიას მიერ ასევე მოხდა არჩევნების საკითხებთან დაკავშირებით, მასმედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გადამზადებაც. პროექტი „იცოდე ვის და რისთვის ირჩევ", აშშ-ს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.