თბილისი. საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამმა" და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ" უმასპინძლეს სამუშაო შეხვედრას – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ეფექტური მართვისა და დამატებული ღირებულების შექმნის პრობლემები და შესაძლებლობები". შეხვედრა ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის (ENPARD) მიერ დაფინანსებული პროექტის – „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" "დაგროვილი გამოცდილების გაზიარების ვორკშოპების სერიის" ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს და სხვა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლები, ასევე სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი