თბილისი. მწერალთა სახლი და ქალთა ფონდი საქართველოში იწყებს პროექტს „ფემინსტური კითხვა მწერალთა სახლში", რომლის ფარგლებშიც მწერალთა სახლში თანამედროვე ქალი ავტორების ტექსტების საჯარო კითხვა მოეწყობა.
პროექტის მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში