თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ეფექტიანი „შრომის უსაფრთხოების კანონის" ტექსტის შეჯერება.
„მიმდინარე წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა „შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის პროექტი. თუმცა, კანონპროექტის ინიციატორმა, საქართველოს მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი განხილვისათვის და შიდაუწყებრივი პოზიციების შეჯერებისათვის დამატებითი ერთი კვირა ითხოვა. ნიშანდობლივია, რომ საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა პრინციპულ პოზიციებსაც უკავშირდება კანონპროექტის ტექსტზე შეუთანხმებლობა და კანონის მიღების გაჭიანურება. პროცესის გაჭიანურებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან 2017 წლის დეკემბერშიც ჰქონდა ადგილი, რამაც შეუძლებელი გახადა კანონის დამტკიცება წლის ბოლომდე, რაც თავის მხრივ საქართველოს მთავრობის დაპირებას წარმოადგენდა", - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.
სრულად
წყარო: https://emc.org.ge