სამეგრელო. 8 თებერვალს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეს მოსახლეობას იურიდიული კონსულტაცია გაუწიეს.
„სოფლის მაცხოვრებლები რამდენიმე დღეა მართავენ აქციებს და მოითხოვენ საძოვრებით სარგებლობის უფლებას.
მობილური იურიდიული კლინიკის ფარგლებში, ჩვენი ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას განუმარტეს უძრავი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების პირობები და პროცედურები. ასევე ინდივიდუალურად განიხილეს კონკრეტული პრობლემები და მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს მათი გადაჭრის სამართლებრივი გზების შესახებ.
ორგანიზაციის რეგიონული ოფისები აქტიურად აგრძელებენ უფასო მობილური იურიდიული კლინიკის ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში