თბილისი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელაღნიშნავს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა შორის მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, რომლითაც მისი აპარატი დაინტერესდა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, დახურულ რეჟიმში. შესაბამისად, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არასრულწლოვან ბრალდებულთა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2018 წლის 7 თებერვალს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი