თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების ვებგვერდზე კვლევა – „კომისიონერი და საჯარო ინფორმაციის ღიაობა - მსოფლიო პრაქტიკის მიმოხილვა" – განთავსდა. „გლობალურ ჭრილში ინფორმაციის თავისუფლების სფეროს რეგულირების საკითხთან მიმართებაში, წინა პლანზე იწევს შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს - ინფორმაციის კომისიონერის ზოგადი ფუნქცია-მოვალეობების და ინსტიტუციონალური ასპექტების განხილვის საჭიროება. საჯარო ინფორმაციის ღიაობის პოლიტიკის გაუმჯობესება, საჯარო დაწესებულებათა კონტროლის გაძლიერება, საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მეტი დაცულობა – ეს მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ ამ ორგანოს ფუნქციური ელემენტების გადმოღებით არის მეტ-ნაკლებად მიღწევადი", ნათქვამია კვლევაში. მკითხველი მიიღებს ინფორმაციას, თუ რა როლს თამაშობს ინფორმაციის კომისიონერი საჯარო ინფორმაციის ღიაობის კონტექსტში.
წყარო: idfi.ge