en
ge

შეფასება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით

თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაა.
„კანონპროექტის თანახმად, ახალი სამსახური შეიქმნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ნაცვლად და ამ უკანასკნელის დღევანდელ ფუნქციებთან ერთად, სამსახური შეითავსებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კონკრეტული ტიპის დანაშაულებზე გამოძიების წარმოების უფლებამოსილებას", - ნათქვამია განცხადებაში, -„კოალიცია იმედოვნებს, რომ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება როგორც ტექნიკურ/ფორმალურ საკითხებზე, ისე პრინციპების დონეზე არგუმენტირებული მსჯელობა და დისკუსია, რათა პირველ რიგში, ფუნდამენტურ საკითხებზე იქნეს სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება მიღებული. წარმოდგენილ დოკუმენტში კოალიცია სწორედ იმ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც ჩვენი პოზიციით, პრინციპული მნიშვნელობის არის ეფექტიანი და დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურის შექმნისთვის, რომელიც იქნება ღირსეული პასუხი დღევანდელ გამოწვევებზე".
სრულად 
წყარო: https://gyla.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)