თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ ვებგვერდზე ახალი ბლოგ–პოსტი – „საზოგადოებრივი მაუწყებელი – პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი" – გამოაქვეყნა. „ამგვარი პოლიტიკური თამაშების შემდეგ ცხადი ხდება, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სასიცოცხლოდ ესაჭიროება კარგი ხელმძღვანელობა (სამეურვეო საბჭო, გენერალური დირექტორი და მენეჯმენტი). ხელმძღვანელობა ძლიერი, მაღალპროფესიული და დამოუკიდებელი მაუწყებლის შექმნისთვის თავდაუზოგავად უნდა მუშაობდეს და საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეის ერთგული უნდა იყოს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამჟამად არ აქვს განსაზღვრული თავისი მისია და ვერ აღიქვამს თავის როლს საზოგადოებაში", ნათქვამია ბლოგ–პოსტში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსსაც გამოეხმაურა, ორგანიზაციის აზრით, მნიშვნელოვანია პროცესი პოლიტიკური ჩარევების გარეშე წარიმართოს და ამ დავალების შესრულება საჭირო უნარებისა და გამოცდილების მქონე კანდიდატს დაევალოს.
წყარო: transparency.ge