en
ge

შეხვედრა თვითმმართველობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

სამეგრელო. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ სამეგრელოს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან  5 მარტს, ზუგდიდში, სამუშაო შეხვედრა გამართა. 
მინისტრის განცხადებით, უწყებას, რომლის ბიუჯეტიც 900 მილიონი ლარით განისაზღვრა, აქვს სამი ძირითადი მიმართულება: გზების შეკეთება, ავტომაგისტრალების მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება და წყალმომარაგების სამუშაოები.  
„ჩვენ გვჭირდება ბაზა ინფორმაციისთვის, რა პრობლემებია დღეს მუნიციპალიტეტებში. გამოგვიგზავნეთ დიდი პროექტებიც. რასაც შევძლებთ, დავაფინანსებთ. დანარჩენს კი დონორ ორგანიზაციებს გავაცნობთ", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, დასაფინანსებელი პროექტების განხილვა  ადგილობრივ მოსახლეობასთან და არასამთავრობო სექტორთან უნდა განიხილონ. 
2013 წელს რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გამოყოფილი.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)