თბილისი. 2018 წლის 22 თებერვალს, ხუთშაბათს, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში (მის: ჭოველიძის #10) კონსულტაციის დღე გაიმართება.
კონსულტაციები ჩატარდება პროგრამების მიხედვით, შემდეგი განრიგით:
ეროვნული ინტეგრაცია - 11:00 სთ; საზოგადოებრივი ჯანმრთელობა - 12:00 სთ; მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამა - 14:00 სთ; მედია - 15:00;
ადამიანის უფლებები - 16:00 სთ; ევროინტეგრაცია - 17:00 სთ.
დაინტერესებული პირების შეკითხვებს ფონდის პროგრამების მენეჯერები უპასუხებენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი