en
ge

„მედია ავოკატირებისთვის“ განცხადება

თბილისი. კოალიციამ „მედია ადვოკატირებისთვის" საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კოალიცია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარების მოწესრიგება და ნორმალური სამუშაო რეჟიმის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სტრუქტურული რეორგანიზაციის საშუალებით რაც, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ახალი სამეურვეო საბჭოს ფორმირებას, ასევე უფლებამოსილების მკაფიო გამიჯვნას სამეურვეო საბჭოსა და ტელევიზიის აღმასრულებელ რგოლს შორის. 
„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები მწვავე კრიზისის არსებობაზე მიუთითებს. შექმნილი ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა 2013 წლის 4 მარტს სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულმა ნაჩქარევმა და სავარაუდოდ პოლიტიკურად ანგაჟირებულმა გადაწყვეტილებამ ახლადარჩეული გენერალური დირექტორის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს მუშაობა უწევს სამეურვეო საბჭოსა და პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის დაპირისპირების პირობებში" , ნათქვამია განცხადებაში.  კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააჩქაროს „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე კანონის პროექტის განხილვა."
წყარო:media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)