თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი (TDI) აქვეყნებს რუსუდან გოცირიძის სტატიას: „რელიგია და განათლება".
„რელიგიური განათლების საჭიროებისა და აუცილებლობის ინიციატივას, რომელიც დღევანდელ, 2018 წლის საქართველოში განათლების სამინისტროში, საპატრიარქოში, არასამთავრობო სექტორსა და ზოგადად საზოგადოებაში ასე აქტიურად განიხილება, სკეპტიკურად ვუყურებ.
...თუ გვინდა, გვყავდეს თავისუფალი საზოგადოება, თავისუფლად და კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდობა, მთელი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის ფინანსური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები უნდა მივმართოთ იქით, რომ საბჭოური განათლების სისტემა, რომელიც საბჭოური რეჟიმისათვის შესაფერის საზოგადოებას ძერწავდა, შევცვალოთ ახალი სისტემით. ჩვენ გვჭირდება კრიტიკულად, ანალიტიკურად მოაზროვნე, ინფორმირებული, საზოგადოება, რომელსაც ინტერნეტისა და Google-ის სამყაროში ვეღარ გააკვირვებ თარიღებისა და ფაქტების დამახსოვრებაზე ორიენტირებული სახელმძღვანელოებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: tdi.ge