en
ge

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია

თბილისი. საქართველოში მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული. თუმცა საინტერესოა როდიდან დაიწყო საქართველოში კონსტიტუციონალიზმის განვითარება და რა გზა განვლო მან.
„დამოუკიდებლობის აქტის შემდეგ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში არის საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია.1918 და 1919 წლებში სპეციალურად შექმნილი 2 საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა კონსტიტუციის პროექტზე, რომლის წევრთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ კონსტიტუციის მიღება „განამტკიცებდა ქვეყნის საგარეო მდგომარეობას, აამაღლებდა მის საერთაშორისო ავტორიტეტს", ბოლოს მოუღებდა „მართვა–გამგეობაში მრავლად არსებულ არევ–დარევასა და გაურკვევლობას, უპასუხისმგებლობას და თვითნებობას."
1920 წლის მაისისათვის კონსტიტუციის პროექტი განსახილველად გადაეგზავნა დამფუძნებელ კრებას. პროექტის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობდა დამფუძნებელი კრების ყველა ფრაქცია, დეპუტატთა უმრავლესობა, თავისი მოსაზრებები გამოაქვეყნეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ეკლესიამ და სხვა პირებმა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.civiceducation.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)