თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ზვიად რატიანის ინტერესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების სააპელაციო სასამართლოში დაიცავს.
„2018 წლის 7 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გასაჩივრდა ამავე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ ზვიად რატიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით" დადგენილ მოთხოვნებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge