en
ge

მოძალადის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც სასამართლომ მოძალადის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ მოძალადის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამ საქმეში დაზარალებული ქალის ინტერესებს საია იცავდა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყოფილი ქმრის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა ძალადობას. უკანასკნელი შემთხვევა 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როდესაც მოძალადემ დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები და მსხვერპლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას განმარტა, რომ სასჯელის დანიშვნისას, მხედველობაში მიიღო შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი და ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენილი იყო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ, რაც თავისთავად წარმოადგენდა დამამძიმებელ გარემოებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023