თბილისი. ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება.
„2018 წლის 23 თებერვალს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია ცხინვალის იზოლატორში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ. სახალხო დამცველისათვის მიწოდებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს და სამედიცინო პერსონალის შეფასებით, დაზიანებები მიანიშნებდა, რომ იგი ნაცემი იყო. სახალხო დამცველი მოუწოდებს საოკუპაციო ძალებს დაუყოვნებლივ გადმოსცენ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლებას, რათა მას ჩაუტარდეს სამედიცინო ექპერტიზა და დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზები და ხანდაზმულობა; ასევე, ითანამშრომლონ საქართველოსთან საქმის ეფექტური გამოძიების მიზნით", - აცხადებს სახალხო დამცველი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი