თბილისი. „ქალთა მზერა" აქვეყნებს შემეცნებით ვიდეორგოლს: „ყველაფერი შენი სხეულის შესახებ".
კონტრაცეპტივი ჩასახვისგან თავის დაღწევის საშუალებაა. მისი გამოყენება შეუძლია ქალსაც და მამაკაცსაც. კონტრაცეფცია განსხვავებული სახისაა: ბარიერის მეთოდი, კონდომი და დიაფრაგმა, ქიმიური მეთოდი, ღრუბელი, კრემები, სპერმიციდის შემცველი სანთელი, გადაუდებელი კონტრაცეფცია, დაუცველი აქტის შემდგომ მისაღები კონტრაცეფცია, ჰორმონალური მეთოდი, კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივები, საშვილოსნოს შიდა სპირალი და სტერილიზაცია (ქალისა და მამაკაცისთვის). აღსანიშნავია, რომ კონტრაცეპტივების უმეტესობა არ უზრუნველყოფს ას პროცენტიან დაცვას.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში