en
ge

გაეროს მოდელირება თემაზე „სირიისა და ქურთისტან-ერაყის კონფლიქტი“

სამეგრელო. 28 თებერვალს ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და ცენტრის წევრების მონაწილეობით ჩატარდა გაეროს მოდელირება. სხდომაზე დელეგატებმა იმსჯელეს თემაზე - „სირიისა და ქურთისტან-ერაყის კონფლიქტი".
„თითოეულმა ქვეყნის დელეგატმა წარადგინა საკუთარი ქვეყნის პოზიცია, რის შემდეგაც დებატები გაიმართა. დებატებზე დელეგატებს შეეძლოთ გამოეთქვათ თავისი აზრი ან დაესვათ კითხვა ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლისათვის.
საბოლოოდ, დელეგატებმა მოკავშირე ქვეყნებთან ერთად წამოადგინეს რეზოლუციები. ხმათა უმრავლესობით შეირჩა გაიმარჯვა ერთმა რეზოლუციამ. მოდელირების ბოლოს გამოვლინდა ორი საუკეთესო დელეგატი, საფრანგეთისა და ერაყის წარმომადგენლები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)