თბილისი. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" სასამართლოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. კოალიცია დაუშვებლად აცხადებს ყოველგვარ ქმედებას, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მართლმსაჯულების მიუკერძოებლად განხორციელებას.
„კოალიცია აკვირდება სასამართლო სისტემის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვას, რომ როგორც პოლიტიკური სუბიექტები ისე საჯარო უწყებები მაღალი პასუხისმგებლობითა და პატივისცემით მოეკიდებიან სასამართლოსთან დაკავშირებულ საკუთარ ქმედებებსა და განცხადებებს" ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:transparency.ge