სამეგრელო. გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული
თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში"
ფარგლებში 6 მარტს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში მწერალმა დათო ტურაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე შექმნილი პიესა
„დოდოს მოლოდინში" წაიკითხა. რის შემდეგაც
გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა, არასამთავრობო
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა.კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის თეატრის ფოიეში ჩატარდა გამოფენა ,,ქალთა საკითხი საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე", ექსპოზიციაზე
გამოიფინა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იმ საზოგადო მოღვაწეთა პუბლიკაციები,
რომლებიც ხელს უწყობდნენ ქალთა ემანსიპაციას
საქართველოში. გამოფენის შემდეგ ზუგდიდის თეატრში, კოტე
მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა ოჯახში
ძალადობის თემაზე შექმნილი პიესა „სიზმარი" ითამაშეს.გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი, თამარ საბედაშვილი : 8 მარტს განსაკუთრებით უნდა მოხდეს აქცენტირება, ადვოკატირება ქალის უფლებების. არ უნდა იყოს ეს მხოლოდ ყვავილების მირთმევის დღე.