en
ge

მოძალადეს ყოფილ სიდედრთან მიახლოება აეკრძალა

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მოძალადეს ყოფილ სიდედრთან მიახლოება აეკრძალა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი ორგანიზაციის იურისტის პოზიცია, სიტყვიერი შეურაცხყოფა განიხილა ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთ ფორმად და გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ აღნიშნულ ფსიქოლოგიურ ძალადობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლის პატივისა და ღირსების შელახვა. გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონმდებლობაში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად შესული ცვლილებით, რომლის თანახმადაც, ოჯახის წევრებად მოიაზრებიან არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას, არამედ ისინიც, ვისთან ერთადაც მოძალადეები წარსულში ეწეოდნენ საოჯახო მეურნეობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)