en
ge

სახალხო დამცველი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

თბილისი. სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლილი მსხილაძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნას. ის მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ მოსამართლეთა გამწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაამოწმოს და მხედველობაში მიიღოს მოსამართლეთა მიერ ისეთი ღირებულებებისადმი ერთგულება, როგორიც არის თანასწორობა, დისკრიმინაციის აკრძალვა და შემწყნარებლობა.
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლილი მსხილაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა 2013 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს გამართულ აქციას, რომელიც კონტრდემონსტრანტებმა ძალადობრივი გზით დაშალეს. კერძოდ, მსხილაძემ ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებებისათვის ბრძოლის პროცესს „ავადმყოფობა" და „უმსგავსობა" უწოდა.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)