თბილისი. სოციალურ მუშაკთა კლუბმა საინტერესო მომხსენებლებს უმასპინძლა.
„ჩვენმა კოლეგებმა ირმა ბებერაშვილმა და მარიამ სულამანიძემ გაგვიზიარეს ძალიან საინტერესო კვლევის „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვები და განათლება" შედეგები. მათი კვლევა მოიცავდა თითქმის ყველა რეგიონსა და ალტერნატიულ მომსახურებებში - მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლების საკითხებს. შეხვედრა იყო ინტერაქტიული და მეტად საჭირო აღმოჩნდა დამსწრე სოციალური მუშაკებისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში