en
ge

„ჰერა XXI“ საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა

თბილისი. 7 მარტს, 15:00 საათზე, წეროვანის დასახლების გამგეობის შენობაში, ასოციაცია „ჰერა XXI” ჩაატარებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრას ადგილობრივ ახალგაზრდებთან. შეხვედრის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირებულობა რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებსა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
16:00 საათზე კი გაიმართება შეხვედრა მშობლებთან, კამპანიის ფარგლებში - მშობელთა ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების შესახებ. კამპანიის მიზანია „ჰერა XXI"-ის მიერ შექმნილი ახალი, ინოვაციური ვებ-გვერდის - forparents.ge-სა და შესაბამისი მობილური აპლიკაციის - „მშობლებისთვის" - პრეზენტაცია.
ღონისძიებებზე საუბარი იქნება ასოციაცია „ჰერა XXI”-ის საქმიანობასა და ორგანიზაციაში მოქმედ ახალგაზრდულ-მეგობრული სერვისების შესახებ; გაიმართება მინი-ვიქტორინა და მონაწილეებს გადაეცემათ „ჰერა XXI"-ის ბრენდირებული საჩუქრები.
აღნიშნული ონლაინ პლატფორმები მიზნად ისახავს მშობლებისა და მასწავლებლების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე, რათა მათ შეეძლოთ მიაწოდონ შვილებსა და მოსწავლეებს სწორი და ასაკზე მორგებული ინფორმაცია.
საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად წეროვნის ამბულატორიულ ცენტრში შესაძლებელი იქნება უფასო კონსულტირების მიღება მაღალკვალიფიციური ექიმი-რეპროდუქტოლოგის მიერ.
ჩვენი მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, რათა ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს როგორც საკუთარი, ისე სხვების (პარტნიორების) ჯანმრთელობის დაცვა.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)