თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობით ჩატარდა.
„იმ ქალების 2%-მა, რომელიც ოდესმე ყოფილა ორსულად, განაცხადა, რომ განუცდია ფიზიკური ძალადობა მინიმუმ ერთი ორსულობის დროს. საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15 000 ქალს უდრის.
მათგან 37%-მა განაცხადა, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაარტყეს მუშტი, ან წიხლი. იმ დროს ქალების 64%, რომელმაც ორსულობის დროს ცემის შესახებ განაცხადა, ამბობს, რომ ცემა იყო ძალადობის მიმდინარე ციკლის ნაწილი, რომელსაც ერთი და იგივე პირი ახორციელებდა. უფრო მეტიც, 6%-მა განაცხადა, რომ ძალადობა ორსულობის დროს გამწვავდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net