en
ge

13 მარტს საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე პარლამენტში

თბილისი. საქართველოს პარლამენტის თბილისში მდებარე სასახლეში 13 მარტს, 13:00–17:00 საათზე გაიმართება საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე. იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, მონაწილეობა შეგიძლიათ დაადასტუროთ (ორგანიზაციის სახელი, წარმომადგენლის სახელი, გვარი) შემდეგ ელ–ფოსტაზე: protocol@parliament.ge. ხოლო თუ სურვილი გაქვთ ამ ღონისძიების ფარგლებში წარადგინოთ ინიციატივა საქართველოს პარლამენტში შეავსეთ თანდართული დოკუმენტი (ინიციატივის ფორმატი) და გაგზავნეთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: protocol@parliament.ge.
ღონისძიების პირველ ნაწილში საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოისმენენ საქართველოს პარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშს და მომავალი წლის გეგმებს, აგრეთვე შეძლებენ საკუთარი იდეებისა და ინიციატივების წარდგენას.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს, რითაც დაამკვიდრეს ტრადიცია: საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღის აღნიშვნა. ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმით უზრუნველყო აღნიშნული ვალდებულების ინსტიტუციონალიზაცია. ამის შემდგომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დღე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურად აღინიშნება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის დიალოგის გაღრმავებას. ამ დღეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ, პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელონ ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემებზე, ამოცანებსა და საჯარო პოლიტიკის მიმართულებებზე.
მოსაწვევი....
დოკუმენტი (ინიციატივის ფორმატი)....


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)