საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია და სოციალურ საწარმო „ბაბალე" ჯეპრასთან პარტნიორობით ახორციელებენ კამპანიას „რას ვმატებ საზოგადოებას", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების თემას შეეხება და დაუნის სინდრომის მქონე პირთა გამოწვევებზე იქნება ფოკუსირებული.
კამპანიის განმავლობაში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
10-21 მარტი - უთვალავი ჭრელი წინდისკამპანია #წინდამინდა (წინდებისშეძენა შესაძლებელია „ნიკორას" მაღაზიების ქსელსა და სოციალურ საწარმო „ბაბალეში")
12 მარტი - 12:00 სთ - შშმ ბავშვთა მშობელთა თემის და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა თემაზე - მინდობით აღზრდა, ბავშვზე მეურვეობა მზრუნველობა (ილიას უნივერსიტეტი; ი. ჭავჭავაძის 32; 101ა აუდიტორია)
16 მარტი - 14:00 სთ- რეგიონალური შეხვედრა კახეთიში მომუშავე ნეონეტოლოგებთან და პირველადი ჯანდაცვის რგოლთან ბავშვთა მიტოვების პრევენციის საკითხებზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სამხარეო ცენტრი; ქ.თელავი, აღმაშენებლის 1)
19 მარტი - 19:00 სთ- პერფომანსი „47=46 „ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღი" და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობების ერთობლივი წარმოდგენა (ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი; ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზ.101/1)
21 მარტი - 11:00 - 14:00 კონფერენცია „რას ვმატებ ჩემს სამსახურს" - ეძღვნება შშმ პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს;(ქ.თბილისი, სასტუმრო რუმსი)
21 მარტი - ფართომაშტაბიანი საინფორმაციო კამპანია საქართველოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში
წყარო: ასოციაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში