თბილისი. ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის დასაძლევად, ბოლო წლების მანძილზე, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება პრობლემები, რომელიც სახელმწიფოს მყისიერ ჩარევას და რეაგირებას საჭიროებს", - აღნიშნავს სახალხო დამცველი, - „გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში აუცილებელია ხელი შეეწყოს ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის ზრდას, რადგან აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელთან".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი