თბილისი. 5 მარტს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდმა რეგიონული კამპანია დაიწყო. ფონდის წარმომადგენლები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართავენ შეხვედრებს. კამპანიის მთავარი მიზანი რეგიონული ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, მათი გააქტიურება, საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა თემაზე პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაა. რეგიონული კამპანიის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები შეხვედრებს მარნეულში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში 12 მარტამდე გამართავენ.
წყარო: fondi.ge