თბილისი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბამ საბჭოთა
ანაბრების კვლევის ცენტრის ვებ–გვერდის პრეზენტაცია გამართა. გვერდის მთავარ დანიშნულებას ანაბრების თემასთან
დაკავშირებული ნებისმიერი მასალის, ექსპერტული შეფასებების და ინფორმაციის თავმოყრა
და საზოგადოებისთვის მისი გაცნობაა. ვებ–გვერდზე
განთავსებული იქნება ყველა სიახლე, ინტერვიუ, შეფასება, საარქივო მასალა და სიუჟეტი,
რომლებიც ანაბრების თემას შეეხება. ვებ-გვერდი
პერიოდულად შემოგთავაზებთ სახელმწიფო სტრუქტურების და ოფიციალური პირების პოზიციას
ანაბრების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით,ჩატარდება გამოკითხვებიც. აფბამ აამოქმედა
ცხელი ხაზიც. ცხელი ხაზის ნომერია: (+995) 0790 10 90 19
ვებ-გვერდის მისამართია:www.anabari.com.ge
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში