გურია. 12 მარტს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა ქეთევან სიხარულიძემ და მარიამ მიქელაძემ ოზურგეთში, ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგი: „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" ჩაატარეს.
„ტრენინგის მიზანი იყო ტოლერანტობის იდეის, არსის უკეთ გააზრება, მისი მნიშვნელობის ჩვენება.
პრაქტიკული სავარჯიშოების გზით ახალგაზრდებმა იმსჯელეს ქვეყანაში არსებული არატოლერატული გარემოს შესახებ, გამართეს დებატები და მცირე თეატრალური წარმოდგენები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში