ქვემო ქართლი. ევროკომისიის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში სამსახურის ხელმძღვანელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტს ეწვია. სუსანა მარაზუელა ასპიროზი, ასევე, დაესწრო თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციას.
ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული სოფლის განვითარების პირველი ეროვნული სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგია წარმოადგენს საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას, რომელიც ეყრდნობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ამ სფეროში. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება, სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება. სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი