თბილისი. 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელმა პირმა (პირებმა) დაწვეს კათოლიკური ლიტერატურა და ხატები.
„ომბუდსმენი წარმომადგენელი შეხვდა დაბა ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით სარგებლობენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: ombudsman.ge