თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტის „საზოგადოების გაძლიერება კარგი მართველობის ხელშეწყობისთვის" ფარგლებში, აქვეყნებს ანალიზს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებზე.
„სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას. მაგალითად, მნიშვნელოვანი პრობლემები შეინიშნება შშმ პირთა ფუნქციური შეზღუდვის სახეების მიხედვით, დასაქმების თუ ინფრასტრუქტურის ადაპტირებასთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge