წყალტუბოში ხონის, ზუგდიდის, ტყიბულისა და გორის სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოებს საინტერესო სასწავლო შეხვედრა ჩაუტარდათ.
„ვორკშოპს ფასილიტაცია ჩეხეთიდან მოწვეულმა „ფიფლ ინ ნიდ"-ის ექსპერტმა კატერინა ჰულოვამ გაუწია, რომელმაც მონაწილეებს მრჩეველთა საბჭოების მსგავსი მექანიზმების ჩეხური გამოცდილება და მათ მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
მიღებული ინფორმაცია მრჩეველთა საბჭოებს დაეხმარება ეფექტური ადვოკატირება გაწიონ სოციალური სერვისების მიწოდებისა და გაუმჯობესების კუთხით, რათა პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეიქმნას უკეთესი გარემო სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში