en
ge

ტრენინგი: საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

მცხეთა-მთიანეთი. 15 მარტს, მცხეთაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) მცხეთა-მთიანეთის რეგიონულ ჰაბთან: „უკეთესი მომავლისთვის" თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა". ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ის მიზნად ისახავდა რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების მნიშვნელობის, მათი პრაქტიკაში რეალიზების, მიზნებისა და საშუალებების გაცნობას. აღნიშნული ტრენინგი ხელს შეუწყობს ორგანიზაციული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას. მისი შინაარსი სრულად ეფუძნება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) მიერ მომზადებულ სახელმძღვანელო დოკუმენტს: „საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტები".
სახელმძღვანელო...
ტრენინგი ორგანიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)