en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალის პრეზენტაცია თელავში

კახეთი.  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, 7 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გამართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ვებპორტალის www.csogeorgia.org პრეზენტაცია. ღონისძიება მიზნად ისახავდა კახეთში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მედიის, სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაეცნო ის რესურსები და შესაძლებლობები, რომელსაც პორტალი აერთიანებს.პორტალის მრავალმხრივი ინფორმაცია, მარტივი ნავიგაცია და თანამედროვე დიზაინი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს ინფორმაციას საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მათი საქმიანობის შესახებ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და პროგრამების, საგრანტო კონკურსების, ვაკანსიების, სტიპენდიებისა თუ სასწავლო პროგრამების შესახებ, მიიღოს იურიდიული კონსულტაცია არასამეწარმეო სამართალში და ა.შ. თელავში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მომდევნო კვირას იწყებს პრეზენტაციებს დასავლეთ საქართველოში. 
საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" პარტნიორობით, ასევე ფონდ EED–ის და ევროკავშირის  (EU) მხარდაჭერით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023